სამხრეთის მიმართულებაზე შეტევის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელებმა საქართველოს ფართობზე თითქმის სამჯერ მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინელებმა 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი, ხოლო კონტრშეტევის დაწყებიდან ამ დრომდე 192.000 კვადრატული კილომეტრი ფართობია გათავისუფლებული, რაც თითქმის სამჯერ აღემატება საქართველოს ფართობს (69.700 კვ.კმ). მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე, აგრძელებენ შეტევას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე.

ამასთან, გასულ კვირას, ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინამ 4 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლა, შეტევის დაწყებიდან კი – 35 კვ.კმ.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია: ყირიმის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ყირიმში, ჯანქოიდან 5 კმ რადიუსში, რუსებმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს