სამხრეთ სუდანში რუსული ეკიპაჟის თვითმფრინავი ჩამოვარდა

სავარაუდოდ მალაიზიური ბოინგის ნაწილების კვალს მიაგნეს

სამხრეთ სუდანში რუსული ეკიპაჟის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. აფრენიდან რამდენიმე წამში, აეროპორტიდან 800 მეტრში, სატვირთო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმხილველებმა ჩამოვარდნის ადგილზე 40-ზე მეტი ცხედარი აღმოაჩინეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, თვითმფრინავში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 5 რუსული ეკიპაჟის წევრი იყო.

გარდაცვლილთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფას 2 ადამიანი – 1 ეკიპაჟის წევრი და 1 მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა.

როგორც უგანდაში რუსეთის საელჩოში, რომელიც სამხრეთ სუდანის საქმეებსაც განიხილავს, აცხადებენ, ისინი მომხდარი კატასტროფის დეტალებს სწავლობენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: დაშანტაჟებები, შევარდნები ტელევიზიებში, აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკიას 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა