სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა – თიბილოვი

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა - თიბილოვი

სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა - თიბილოვიგამშვები პუნქტები, რომლებიც მოქმედებს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის, არ დაიხურება, მიუხედავად ზოგი პოლიტიკოსის საპირისპირო მოთხოვნისა. როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განუცხადა EADaily-ს, ხელისუფლებამ, საერთაშორისო ნორმებიდან და ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ნება დართო მოსახლეობას, გადაკვეთონ საზღვარი.
„ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და საზღვარზე ამოქმედდება ორი გამშვები პუნქტი. ეს გავაკეთეთ ჰუმანურობიდან გამომდინარე. ქსნის ხეობის მოსახლეობას, რომლებიც ცხოვრობენ კარზანში, სინგაგურში, პერევში, ლენინგორის რაიონულ ცენტრში – აქვთ ნათესაური კავშირები საქართველოსთან. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ეს ტერიტორიები განთავისუფლებულ იქნა საქართველოს ოკუპაციისგან და დაუბრუნდა სამხრეთ ოსეთს, ჩვენი ხელისუფლება იმაზეც კი წავიდა, რომ შეექმნა პირობები ნათესავებთან ურთიერთობებისთვის, რისთვისაც განისაზღვრა საზღვრის გადაკვეთის ადგილები. დღეს ისინი ფუნქციონირებენ “ – თქვა თიბილოვმა.
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ პერსპექტივაში, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის უნდა იყოს სავიზო სისტემა.
„ეხლა მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის ტექნიკურად აღჭურვა და კეთილმოწყობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ერთობლივად დავიწყოთ მუშაობა საზღვრის დელიტიმაციასა და დემარკაციაზე, მაგრამ ისინი შექმნილ რეალობას არ ღებულობენ. უკვე გავიდა 25 წელი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ დამოუკიდებლად ვცხოვრობთ… მაინც ვიქონიოთ იმედი, რომ საქართველოში აღმოჩნდება ძალები, რომლებიც შეასრულებენ სამხრეთ ოსეთის მხარის მოთხოვნებს, რაც დგომარეობს იმაშ, რომ დასაწყისისთვის საჭიროა 5 პრინციპის შესრულება, როგორც მინიმუმ, რათა მოლაპარაკებები ჩვენს შორის შედგეს მხოლოდ თანაბარ პირობებზე. ამის შემდეგ, როცა დავადგენთ საზღვარს, შესაძლოა, ამოქმედდეს სავიზო სისტემა. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“ – განაცხადა თიბილოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეროვნულ პოლიციას ხატიან დეკანოიძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიარეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება