სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის არჩევნების ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების და რეფერენდუმის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. კომისიის წარმომადგენლის ბელა პლიევას ინფორმაციით, ხმების წინასწარი დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. მან აღნიშნა, რომ კომისია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. არჩევნებსა და რეფერენდუმზე ამომრჩევლების აქტიურობამ 81% შეადგინა.

ასევე, რეფერენდუმის მონაცემებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების 78% თანახმაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელი შეეცვალოს და დაერქვას ალანია.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია საბოლოო შედეგების მედიაში გამოქვეყნებიდან ათ დღეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ რეფერენდუმს და არჩევნებს, არანაირი სამართლებრივი ან თუნდაც მორალური ძალა არ გააჩნია’’
შემდეგი სტატიათიბილოვმა ოპონენტის გამარჯვება აღიარა