(video) სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სეპარატისტები ალანიას დაარქმევენ

ცხინვალის რეგიონში, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დღეს გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 81% გამოცხადდა, რაც 26,7 ათას მოქალაქეს ნიშნავს. მათ დღეს დე-ფაქტო ახალ პრეზიდენტთან ერთად ხმა მისცეს ცხინვალის რეგიონისთვის, რომელსაც სეპარატისტები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას უწოდებენ, სახელის ალანიად გადარქმევას – ასეთია რეფერენდუმის შედეგები.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტებმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა 1991 წელს გამოაცხადეს. მის დამოუკიდებლობას აღიარებს რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და ტუვალუ.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს აშშ-მ და ევროკავშირმა.

https://youtu.be/BIV8lEv5-lY

banner
წინა სტატიაში(video) ეგზიტპოლის თანახმად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვი ლიდერობს
შემდეგი სტატიაReuters: “ისლამური სახელმწიფო” ეგვიპტის ტერაქტების შემდეგ ახალ ტერაქტებს აანონსებს