„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს უარი უთხრეს ავსტრიის ქალაქ რაიხენაუში კვლევითი ჯგუფის სემინარში მონაწილეობაზე, რომლის სახელწოდებაა „რეგიონული სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში“, რომელიც 7-10 ნოემბერს იმართება. ამის შესახებ დე ფაქტო უწყების ვებგვერდი იუწყება.

ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო.

სემინარზე საუბარი უნდა ყოფილიყო ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღზე. დაგეგმილი იყო მედოევის მოხსენება თემაზე: „სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალობები“.

banner
წინა სტატიაშიროგორ მონათლეს ანანურში გრაჩოვი
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე “ფეისბუქზე” გამოჩნდა