სამხრეთ კორეის საგარეო უწყება – ვწუხვართ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაფორმებული შეთანხმების გამო

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ლიდერების მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება სამწუხაროა, რადგან მასში ნახსენებია სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობა, რომელიც არღვევს გაერო-ს რეზოლუციას.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით, სამხრეთ კორეა მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო საზოგადოებას.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ გააფორმეს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და საჯაროდ გამოაცხადეს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც პირდაპირ არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტის საერთო შედეგების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, მკაცრად და მტკიცედ ვუპასუხებთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებას“, – აღნიშნა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა და ვიეტნამმა ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
შემდეგი სტატიაიტალიის მმართველი პარტია ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობაზე კაია კალასის კანდიდატურას სავარაუდოდ მხარს არ დაუჭერს