6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

„როიტერის“ ინფორმაციით, სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა, 25 დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

კორეის უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ხანძარი პარასკევს გაჩნდა. მათი თქმით, ქარხანა Anjun Industrial-ს ეკუთვნოდა, რომელიც ძრავის სარქველებს აწარმოებს და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Hyundai Motor და Kia Corp.

კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა სონ ჯუ-ჰვანმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ კომპანია სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამ დროისთვის, 8000-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით
შემდეგი სტატია„ეკონომისტი“: უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან