სამხრეთ კორეის პროკურატურა პრეზიდენტს მკითხავი მეგობრების გამო დაკითხავს

3სამხრეთ კორეის პრეზიდენტ პაკ კინ ხეს უახლოეს დღეებში პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ სკანდალთან დაკავშირებით – დღეს, კვირას სააგენტო “იენხოლი” ავრცელებს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც აღინიშნება, პრეზიდენტის დაკითხვა პირველად მოხდება ქვეყნის ისტორიაში. ხეს წინააღმდეგ გამოძიება, სავარაუდოდ, 20 ნოემბერს დაიწყება, როცა პრეზიდენტის ახლო მეგობრისა და მკითხავის ჩხვე სუნ სილის დაკავების ვადა ამოიწურება.
დაკითხვა პროკურატურაში გაიმართება და არა პერზიდენტის ადმინისტრაციაში.
ქვეყნის მეთაურს ბრალად ედება ის, რომ მან სექტანტები და მკითხავები შემოიკრიბა გარს, რომლებსაც საიდუმლო ინფორმაციასთან ჰქონდათ წვდომა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის ხელმძღვანელი თურქეთს სანქციებით ემუქრება
შემდეგი სტატიამოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება