სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, იუნ სოკ იოლი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
Reuters-ის ცნობით, ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა.
მანამდე სამხრეთ კორეის ლიდერი ვილნიუსის ნატოს სამიტსა და პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინასთან სოლიდარობის შესახებ გამოაცხადა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საშუალებები განიხილა.