სამხრეთ კორეის დაზვერვამ დაასახელა ჩრდილოეთ კორეის ჯარების რაოდენობა კურსკის ოლქში

ამჟამად რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 10 900-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, ეს ძალები განლაგებული იყო რუსეთის საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვედანაყოფების შემადგენლობაში, – ამის შესახებ დაზვერვის კომიტეტის წევრი ლი სონგ კვენი ეროვნულ დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, წერს Reuters.

მისი თქმით, ამ ჯარისკაცების ნაწილი უკვე მონაწილეობს უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

დაზვერვის სააგენტო ამჟამად ცდილობს დაადგინოს დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჩრდილოეთ კორეის ჯარებს შორის და ჩაბარდა თუ არა რომელიმე მათგანი. ჯერჯერობით, ამ ორ საკითხზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არსებობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპა
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – მზად ვართ, ყირიმი დიპლომატიის გზით დავიბრუნოთ