სამხრეთ კორეაში თვლიან, რომ აბორტების აკრძალვა კონსტიტუციის დარღვევაა

აბორტების აკრძალვა კონსტიტუციის დარღვევაა – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 11 აპრილს. აკრძალვა ქალების უფლებებს არღვევს – “დოიჩე ველე” კორეულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ემბრიონი სრულიად დამოკიდებულია დედაზე, ამიტომ ის ცოცხალ არსებად ვერ ჩაითვლება, რომელსაც დამოუკიდებლად გააჩნია სიცოცხლის უფლება – თვლიან მოსამართლეები. ასობით ქალი აპროტესტებდა ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს კედლებთან.
სამხრეთ კორეაში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 1953 წლიდან იკრძალება. თუმცა, კანონი გამონაკლისს უშვებს გაუპატიურების და ინცესტის დროს, ან მაშინ, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სხვა შემთხვევაში ქალები აბორტის გამო ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯებიან.

banner
წინა სტატიაშისუდანში ხელისუფლება სამხედროებმა ჩაიგდეს ხელში
შემდეგი სტატიაიან ვალეტოვი:დავიბანო ხელები და მეორე ტურში ხმა მივცე ზელენსკის