2.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია ეკიპაჟის ორივე წევრი

სამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი წვრთნების დროს ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.

ქვეყნის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის არმიის AH-1S Cobra-ს ტიპის ვერტმფრენი ორშაბათს, გაპიონგის ჩრდილოეთ ოლქში, სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა.

ეკიპაჟის ორი წევრი ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქვეყნის სამხედრო ძალების ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კატასტროფის მიზეზი.

როგორც მედია წერს, შემთხვევის შემდეგ სამხრეთ კორეის არმიამ ყველა AH-1S ვერტმფრენის ექსპლუატაცია შეაჩერა და ჩამოვარდნის მიზეზის გამოსაძიებლად საგანგებო რეაგირების ჯგუფი შექმნა.

banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა
შემდეგი სტატიათიბისის მენეჯმენტში სიახლეებია