სამხრეთ კორეაში ქორწინების მასობრივი ცერემონია გაიმართა

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაახლოებით 3 ათასი წყვილი მონაწილეობდა ქორწინების ცერემონიაში, რომელიც კორეულმა ეკლესიამ ჩაატარა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ბევრმა ახალგაზრდამ რამდენიმე დღით ადრე გაიცნო ერთმანეთი, მაგრამ ისინი ეკლესიამ შეურჩია ერთმანეთს.
მასობრივი ქორწინებები კორეულ ეკლესიაში 1960 წლიდან ტარდება.
გაერთიანების ეკლესია ანუ მუნიზმი სან მენ მუნის მიერ 1954 წელს დაარსდა. მუნი 2013 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ეკლესია ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, რადგანაც ტოტალიტალურ სექტად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა პოროშენკოს და იაცენიუკს გაერთიანებისა და ნდობის გამტკიცებისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიახვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება