სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის მეგობარი ქალი დააკავეს

14874850_667934390033418_1557766743_nსამხრეთ კორეის პროკურატურამ, ქვეყნის პრეზიდენტის მეგობარი ქალი – ცოი სუნ სილი, ქვეყნის მართვაში არაფორმალური მონაწილეობის გამო დააკავა…
კორეული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მეგობარი ქალის მიმართ ყურადღება მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტის კომპიუტერიდან ინფორმაციამ გაჟონა… მონაცემებით, რომელიც შემდგომში მედიას ჩაუვარდა ხელში, ნათელი გახდა, რომ ცოი სუნ სილი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის მართვის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა.
კორეის პროკურატურამ გადაწყვიტა დაეპატიმრებინა პრეზიდენტის მეგობარი ქალი, რადგან არსებობდა რისკი მისი ქვეყნიდან გაქცევის… ,,ცოი სუნ სილს არ გააჩნია ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ის მანამდე დიდი ხნის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა,, აცხადებს არგუმენტად სამხრეთკორეული პროკურატურა და იქვე აღნიშნავს, რომ ,,გამორიცხული არაა ცოი სუნ სილმა სუიციდი ცაიდინოს, რადგან არასტაბილური ფსიქიკური მდგომარეობა აქვს,,
ბრალდებული ქალბატონი კი – უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, ქვეყნის მართვაში არაფორმალური მონაწილეობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ,,რუსი ერის შესახებ კანონის,, მიღებას აპირებს
შემდეგი სტატიაასადის ოპოზიციამ ალეპოში ცნობილი ირანელი გენერალი მოკლა