სამხრეთ კორეამ საზღვარზე ისევ ჩართო დინამიკები

სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეასთან საზღვარზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა ისევ განაახლა და დინამიკები ჩართო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის კანცელარიაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება მაუწყებლობის აღდგენის შეასხებ მას შემდეგ მიიღეს, რაც ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ გააკეთა განცხადება.

სამხრეთ კორეა უზარმაზარ დინამიკებს იყენებს მსოფლიოს სიახლეებისა და გადაცემების ტრანსლაციისთვის, სადაც ძირითადად ჩრდილოეთ კორეას აკრიტიკებენ.
სეულმა მაუწყებლობა გასულ წელს შეაჩერა – მაშინ ორ კორეას შორის ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ ქვეყნები სამხედრო კონფლიქტის წინაშე დადგნენ.

მაუწყებლობის აღდგენის დღე, 8 იანვარი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დაბადების დღეა.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მათ წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი. აფეთქება აღიარეს ტექნოგენურად, მაგრამ საერთაშორისო ექსპერტები ჯერაც ეჭვს გამოთქვამენ იმის შესახებ, რომ ნამდვილად წყალბადის ბომბი იქნა გაშვებული, რომლის გაკეთებას უმაღლესი ტექნოლოგიების ცოდნა სჭირდება.

გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მოქმედების გამო პროტესტი გამოთქვა და სანქციების ახალი რაუნდის მომზადებას შეუდგა. აშშ, სამხრეთ კოერა და იაპონიაც ამზადებენ სანქციებს.

ეჭვი იმის შესახებ, რომ ფხენიანს წყალბადის იარაღი აქვს, კიმ ჩენ ინის გავრცელებული ციტატის შემდეგ გაჩნდა: “ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით უდიდესი ატომური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ეროვნული ღირსება ატომური და წყალბადის ბომბებით”. მაშინ ივარაუდეს, რომ ჩრდილოეთკორეელი ლიდერი “რიტორიკულად საუბრობდა”.

ატომური გამოცდების აკრძალვის ორგანიზაციამ ჩერდილოეთ კორეაში მომხდარი აფეთქება ტექნოგენურად შეაფასა.
ორგანიზაცია რადიოაქტიური ნაწილაკების ჰაერში გაბნევას ელოდება, რაც მას აფეთქების მიზეზების გამოკვლევაში და იმის დადგენაში დაეხმარება, ფხენიანის განცხადება წყალბადის ბომბის შესახებ იყო თუ არა მართალი.
ატმოსფეროს ანალიზს დაახლოებით 50 დღე დასჭირდება.

banner
წინა სტატიაში„ISIS“ მებრძოლმა საკუთარი დედა სახალხოდ სიკვდილით დასაჯა
შემდეგი სტატიავადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ 15 პატიმრის საქმეზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო