სამხრეთ კორეამ პოლონეთში საბრძოლო ტანკები გაგზავნა, რომელიც რუსეთის საზღვართან განლაგდება.
ამის შესახებ განცხადება პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტანკების პარტიის მიწოდება პოლონეთსა და სამხრეთ კორეას შორის 2025 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი კონტრაქტის შედეგია. კერძოდ, ქვეყნები შეთანხმდნენ 180 სამხედრო მანქანის, მათ შორის 64 ტანკის მიწოდებაზე, რომლებიც ნაწილობრივ პოლონური კომპონენტებისგან არის აწყობილი.
ამჯერად სამხრეთ კორეამ პოლონეთში 28 ერთეული ტანკი გაგზავნა.
















