სამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ შესაძლო ტერაქტების მოწყობაზე გააკეთა განცხადება

სამხრეთ კორეამ ფხენიანის მიერ შესაძლო ტერაქტების მოწყობაზე გააკეთა განცხადება

1სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პაკ კინ ხემ ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა ყველა ზომა მიიღოს ჩრდილოეთ კორეის მიერ შესაძლო ტერაქტების აღსაკვეთად – საფრთხის შესახებ მან დღეს ჩინოვნიკებთან შეხვედრისას ისაუბრა, წერს ადგილობრივი მედია.
კორეის რესპუბლიკა სრულიად უნდა იყოს მზად ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებისთვის, განაცხადა ხემ. კერძოდ, მან უშიშროების სამსახურებს მოუწოდა მზად იყვნენ ტერაქტებისა და კიბერშეტევებისთვის.
პოლიციის განცხადებით, უკანასკნელი თვის მანძილზე ჩრდილოკორეელი ჰაკერები საგრძნობლად გააქტიურდნენ. კიბერდამნაშავეები სამხრეთ კორეის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უგზავნიან სპამს, წერს სააგენტო და არ აზუსტებს, რა საფრთხეები შეიქმნა ამისგან.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ფორმალურად დღემდე საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რადგანაც 1950-1953 წლების ომის შემდეგ, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა.

banner
წინა სტატიაში“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ალეპოში სირიის არმიის მომარაგების ერთადერთი გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატია„მე ვერ ვხედავ, რომ ეს არის რაიმე რეპრესიული მომენტი” – ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანის გადაყენებაზე