სამხრეთ კორეა ფხენიანს განადგურებით ემუქრება

YTN-მ ეთერში წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის ფრაგმენტები აჩვენა(ვიდეო)

რუსეთმა ფხენიანის ატომურ გამოცდას "მთელი მსოფლიოსთვის საშიში" უწოდამას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ 9 სექტემბერს გაუმჯობესებული ატომური იარაღის გამოცდა მოაწყო, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა…
სააგენტო ,,პენხაპი,, სეულის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ კორეელი სამხედრო სტრუქტურები ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქზე პრევენციული დარტყმის შემუშავების პროცესში არიან… გავრცელებული ინფორმაციით, თუ ფხენიანისაგან წამოვა მცირე სიგნალიც კი იმისა, რომ მან შეიძლება ატომური იარაღი იხმაროს, ამ ქალაქს ფერფლად აქცევენ… ამისათვის კი ფხენიანს 3000 და 5000 კილომეტრის სიშორის ბალესტიკური და ფუგასური რაკეტები გააჩნია…
,,ფხენიანის თითოეული რაიონი და განსაკუთრებით ის ადგილები სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობაა განთავსებული, ბალესტიკური და ფუგასური რაკეტებით აღიგვება მიწისაგან პირისა, ისე რომ ეს ქალაქი რუკაზეც წაიშლება,, აცხადებს კორეული სამხედრო წყარო.
აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღის ბოლო წარმატებული გამოცდის შემდეგ, აშშ-საგან მოითხოვს რომ ეს ქვეყანა ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარონ. საპსუხოდ კი – როგორც აშშ, ასევე გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეას მკაცრი სანქციებით ემუქრებიან.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ტერორისტების დიდ ნაკადს ელოდება
შემდეგი სტატიამედია “ალ-ქაიდის” გეგმაზე აშშ-ში ატომური აფეთქების შესახებ ავრცელებს