სამხრეთ კორეა: ფხენიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია

სამხრეთ კორეა: ფხენიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია

სამხრეთ კორეა: ფხენიანის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულიავიდეოჩანაწერი, სადაც წყალბადის ბომბის გაშვებაა ასახული, ძველი ჩანაწერებიდან არის დამონტაჟებული – აცხადებს სამხრეთ კორეა ფხენიანის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც თითქოსდა აღბეჭდილია წყალქვეშა გემიდან ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.
ვიდეო, სადაც აღბეჭდილია წყალქვეშა გემოდან რაკეტის სროლა, რომელსაც ჩრდლოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აკვირდება, დღეს დილით გავრცელდა.
სავარაუდოდ, ჩანაწერში ბალისტიკური რაკეტა KN-11-ის გაშვებაა აღბეჭდილი, ასევე, შესაძლებელია წყალქვეშა გემი, რომელიც ვიდეოზეა, ჩრდილოკორეული მოდელი იყოს.
სამხრეთ კორეის არმიის ისტორიკოსები თვლიან, რომ ვიდეოს მონტაჟი იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ, ვიდეო ყალბია.

“ვთვლით, რომ ვიდეოში ძველი ჩანაწერები იყო გამოყენებული” – ისტორიკოსებს ციტირებს სამხრეთკორეული მედია.

სეულმა გუშინ პროტესტის ნიშნად ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე დინამიკებით პროპაგანდისტული მაუწყებლობა აღადგინა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ მათ წყაოლბადის ბომბი გამოსცადეს.

banner
წინა სტატიაშიკიშინიოვში 20 ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიაარგენტინის პრეზიდენტმა ბავშვთან თამაშისას ნეკნი გაიტეხა