სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ტოივო კლაარი დაინიშნა

ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს. ევროკავშირის საბჭომ აღნიშნულ თანამდებობაზე ტოივო კლაარი დანიშნა.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრას და რეგიონალურ თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა და ევროკავშირის სახელით მონაწილეობას იღებს 2008 წლის ომის შედეგებზე მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.

ტოივო კლაარი საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურში ცენტრალური აზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბრიუსელში ამ პოსტზე დანიშვნამდე კი, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ხელმძღვანელობდა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ მოადგილეები დაასახელა, რომელთა შორისაც ერთი დავით ნარმანიას მოადგილეა
შემდეგი სტატიასაფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებული მეანაბრეები აქციას მართავენ