სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ შიდა პარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს შორის სამხრეთ კაროლინაში ჩატარებულ შიდა პარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.

ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მთავარი კონკურენტი ბერნი სანდერსი დიდი სხვაობით დაამარცხა. აიოვასა და ნევადის შტატების შემდეგ ეს ჰილარი კლინტონისთვის რიგით მესამე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

ვერმონტის სენატორმა უკვე მიულოცა მას წარმატება, თუმცა აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია მხოლოდ ახლა იწყება. კანდიდატები პირველი მარტისთვის ემზადებიან, როდესაც კენჭისყრა ერთდროულად 15-მდე შტატში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე თბილისში მყოფ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება
შემდეგი სტატიასირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედება სერგეი ლავროვმა და ჯონ კერიმ განიხილეს