სამხრეთ ჩინეთის ზღვაში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩაცვივდნენ

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი და გამანადგურებელი ჩავივდნენ. შეერთებული შტატების არმიის წყნარი ოკეანის ფლოტის ინფორმაციით, ორივე ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ფლოტის სარდლობის მიერ დღეს, 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი MH-60R Sea Hawk, რომელიც „რუტინულ ოპერაციას“ ასრულებდა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 14:45 ჩამოვარდა. სარდლობის თანახმად, სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფმა ვერტმფრენის ეკიპაჟის სამივე წევრი გადაარჩინა.

ზუსტად ნახევარ საათში „რუტინული ოპერაციის“ შესრულებისას ამავე რაიონში ჩამოვარდა გამანადგურებელი F/A-18F Super Hornet. წყნარი ოკეანის ფლოტის ინფორმაციით, ორივე პილოტმა წარმატებით კატაპულტირება შეძლო და ისინი უვნებლად ამოიყვანეს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა.

ფლოტის სარდლობის თანახმად, მიმდინარეობს ორივე ინციდენტის მიზეზთა გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“რა “ბურევესტნიკი”? აჯობებს, ომი დაასრულოს…” – ტრამპი პუტინზე და მის რაკეტაზე
შემდეგი სტატია29 ოქტომბერს საქართველოში წვიმა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი