სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

samxret afrikaსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა.
მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სურს განამტკიცოს პარტნიორული კავშირები სამხრეთ აფრიკასთან და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების სახელით, დამსწრეთ მისალოცი სიტყვით მიმართა და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გზავნილი გადასცა სამხრეთ აფრიკის უმაღლესი განათლების სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ ფიროზ პატელმა.
საღამოს მსვლელობისას, ნიუ-იორკში მოღვაწე გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა შეასრულა უცხოელი და ქართველი კლასიკოსების, მათ შორის, ლაღიძის და კვერნაძის ნაწარმოებები.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე დამსწრე მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის და სამხრეთ აფრიკის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციების და აკადემიური წრეების, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამხრეთ აფრიკაში მყოფი ქართველები.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული
შემდეგი სტატია“პირველი რესპუბლიკის” სახელობის ბაღში “დროის კაფსულა” შეინახეს