სამხრეთ აფრიკაში ათი ტყუპისცალი დაიბადა, ყველა ცოცხალია

წუხელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია გაუტენგში 10 ტყუპისცალი დაიბადა და ამით მოიხსნა რეკორდი, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ დამყარდა.
ორსულობისას ექიმები მხოლოდ რვა ემბრიონს ხედავდნენ.

გაზეთ “პრეტორიასთან” ინტერვიუში 37 წლის გოსიამე ტამარა სიტხოლეს მეუღლემ ტებახო ცორეციმ თქვა, რომ სიტხოლემ ფეხმძიმობის 29-ე კვირას იმშობიარა. დაიბადა შვიდი ბიჭი და სამი გოგო.

“ტამარა ფეხმძიმობის მეშვიდე თვესა და მეშვიდე დღეში იყო. ბედნიერი ვარ. ემოციებით აღსავსე ვარ” – თქვა მან. მათ ყავთ, ასევე, ექვსი წლის ტყუპები – “ბიბისი” წერს.

თავდაპირველად ექიმებმა უთხრეს, რომ თამარა ექვს ბავშვს ელოდებოდა, მოგვიანებით ექოსკოპიამ რვა ემბრიონი აჩვენა.

ბავშვები მომდევნო რამდენიმე თვე ინკუპატორში დარჩებიან.
ერთი თვის წინ მაროკოში 9 ტყუპისცალი დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიწვიმამ რომის ქუჩები დატბორა (video)
შემდეგი სტატიამაკრონმა სილის გაწვნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა