„სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს“ – შალვა ხუციშვილი ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე

შინაგანს აქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა, მისი თქმით, სამხრე კამერების ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არსებობს ტყუილია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრე კამერების ჩანაწერების არ არსებობს:

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩანაწერებში ასახულია ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ არ ჩანს დაკავების მომენტი. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას, ეს გამოძიების საქმეა. ჩანაწერები არსებობს და იმის თქმა, რომ ჩანაწერები არ არის, ტყუილია. ჩვენ თვითონ მაქსიმალურად დაინტერესებული ვართ, რომ რაც შეიძლება მალე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. მჭიდროდ ვთანამშრომობთ პროკურატურასთან და ყველა ჩანაწერი, რაც კამერას აქვს დაფიქსირებული, მიეწოდა გამოძიებას. თუ რატომ არ ჩანს დაკავების მომენტი, ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება, რათა მან გასცეს პასუხი. მე არ ვიცი გამოძიების შედეგები, თუმცა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ინფორმაციაა მიწოდებული. სანამ არ გვეცოდინება, თუ რითი გარდაიცვალა ეს ადამიანი, ბრალდებებზე პოლიციის მისამართით ან რაღაც დეტალებზე და შეფასებებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს თბილისში ნუცუბიძეზე პაატა პავლიაშვილი დაკავებისას გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“ჩანაწერებზე უფრო მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები” – გია ვოლსკი ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაშსს-ს პრესსამსახურის გავრცელებული ვიდეო – მინისტრის მოადგილე კითხვებს არ პასუხობს