“სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმება თავდაცვის მინისტრის მხრიდან წინასაარჩევნო სვლას უფრო ჰგავს”

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

“ქართული ოცნების” დეპუტატის ნუკრის ქანთარიას განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმება თავდაცვის მინისტრის მხრიდან წინასაარჩევნო სვლას უფრო ჰგავს, რადგან ეს საკითხი არავისთან შეთანხმებული არ ყოფილა.

“ბუნებრივია, თინა ხიდაშელი 1-2 კვირაში დაემშვიდობება თანამდებობას, ცხადია, ეს ასე მოხდება და ალბათ, უნდა, რომ წინასაარჩევნოდ კვალი დატოვოს ამომრჩევლის გარკვეულ სეგმენტში”, – აღნიშნა ქანთარიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: სიაში, რომელიც გავრცელდა გარკვეული დამთხვევები არის
შემდეგი სტატიაქართველი ჟურნალისტის პოლონური წიგნი