სამხედრო საწყობში ხანძრის გამო გუდაუთიდან ხალხი პანიკურად გარბის (ვიდეო)

აფხაზური მედიის ცნობით, გუდაუთის რაიონშის სოფელ პრიმორსკოეში სახედრო საწყობში გაჩენილმა ხანძარმა და აფეთქებებმა ამ სოფელში და მიმდებარე ტერიტორიაზე პანიკა გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელი მიზეზებით აფხაზეთი დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობს, გუდაუთის სოფელ პრიმორსკოეში ცეცხლი გაუჩნდა რასაც აფეთქებები მოჰყვა. როგორც აფხაზური მედია იუწყება, მოსახლეობა საკუთარი ავტომობილებით პანიკურად ტოვებს სოფელს, რამაც გზებზე საცობები გამოიწვია.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, პრომორსკოეში აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის.

https://youtu.be/lUFyQZgKai4

 

banner
წინა სტატიაშითაღლითობასთან ბრძოლის სამმართველო სიგარეტის გიგანტ British American Tobacco-ს კანონმდებლების მოქრთამაშვი ამხელს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა