სამხედრო ქალაქში შეღწევის და ბანკომატის ძარცვის მცდელობა სენაკში

ძარცვის მცდელობა სენაკის სამხედრო ქალაქში. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს.

წინასწარი ცნობით, სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე სამხედრო ქალაქში შეღწევას ერთი პირი შეეცადა, რისი უფლებაც მას სამხედრო პოლიციამ არ მისცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით არის აღძრული, თუმცა სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო პროექტის საჯარო განხილვები დღეს მესტიასა და ყაზბეგში გრძელდება
შემდეგი სტატიასაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს