სამხედრო პოსპიტლის ექიმის განმარტებით, სტაციონარიდან გაწერის შესახებ ინფორმირების შემდეგ პაციენტი სააკაშვილი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება

გორის სამხედრო პოსპიტლის ექიმის მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გამოკვლვის შემდეგ სტაციონარიდან გაწერის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობისას მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო.

„მიხეილ სააკაშვილი ჩვენს კლინიკაში 20 ნოემბერს მოთავსდა, ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული კვლევები, გამოტანილია სათანადო დიაგნოზები. მიმდინარეობდა მკურნალობა, ამ დღეების განმავლობაში იგი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყო. დაწყებული იყო რეფიდინგის პროცესიც, რომელიც 14 დეკემბერს დასრულდა. მისი მდგომარეობა შეფასდა, როგორც სტაბილური, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობასთან და სტაციონარიდან გაწერის შესახებ. თუმცა მისი ინფორმირების შემდეგ პაციენტი დაიძაბა და აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც ის დატოვეს ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის დასტაბილურებამდე“, – განაცხადა მალხაზ ურთმელიძემ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის მკურნალი ექიმი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ შეცდომაში შეიყვანა
შემდეგი სტატიადეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლაა, წარმოუდგენელია