სამხედრო პოლიციას სხვა ინფორმაცია ჰქონდა, რეალურად რაც მოხდა მოგვიანებით გახდა ცნობილი – თავდაცვის მინისტრი 31 წლის სამხედროს ცემის ფაქტზე

თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია 31 წლის სამხედროს სერგო ჯიმშერაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. თავდაცვის მინისტრი იმ ბრალდებებს პასუხობს რომლის მიხედვითაც თავდაცვის უწყებამ ფაქტის შესახებ იცოდა, თუმცა დამალა. სამხედრო პოლიციამ კი გამოძიება არ დაიწყო.
იზორია ბრალდებების საპასუხოდ ამბობს, რომ შემთხვევა არ მომხდარა სამხედრო ნაწილში, ამიტომ სამხედრო პოლიციამ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედა.
„სამხედრო პოლიციამ იმოქმედა და ჰქონდა მყისიერი რეაგირება, თავის კომპეტენციის ფარგლებში, რათა დაედგინა, ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტს ჰქონდა თუ არა ადგილი სამხედრო ნაწილის ფარგლებში.
ის ბრალდება, რომ თითქოსდა სამხედრო პოლიციამ პროცესუალურად არ იმოქმედა, ჯერ ერთი ამას კანონი უკრძალავს და შეზღუდულია,“-ამბობს თავდაცვის მინისტრი.
მინისტრის განმარტებით, სამხედრო პოლიციას თავდაპირველად ინფორმაცია მიაწოდეს, რომ ჯაშიაშვილმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. იზორიას თქმით, უწყებისთვის რეალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდა ცნობილი.
„არ ჰქონდა ინფორმაცია, ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადამიანი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სხვებთან ერთად სვამდა გახდა შეუძლოდ, წაიქცა, დაზიანდა. სწორედ იმის გამო, რომ იმალებოდა დანაშაული სამხედრო მოსამსახურეების მხრიდან ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული. პირველადი ინფორმაციით, ასეთი შეტყობინება შევიდა სწორედ სამოქალაქო პოლიციაში“-ამბობს მინისტრი.

banner
წინა სტატიაში„საქნახშირის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანამდებობას დატოვებენ – ტყიბულის მერი
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საგამოძიებო კომისია პროკურატურის ყოფილ წარმომადგენლებს კითხავს