სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა – ძალადობა და ფულის გამოძალვა ჯარში

სამხედრო ბაზა „კრწანისში“ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შორის მომხდარი ფიზიკური ძალადობა და გამოძალვის ფაქტი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ წვევამდელ ქაზიმ გახრამანოვს ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. წვევამდელი ამბობს, რომ ცემა სერჟანტის თანდასწრებით ხდებოდა.

banner
წინა სტატიაში„ბევრი ტალახი და ჭუჭყი მომეცხო“ – მამა პეტრეს ემოციური პოსტი
შემდეგი სტატია„დღეს ისტორიული დღეა, თბილისის აქვს ახალი გენგეგმა“ – კახა კალაძე