სამხედრო მზვერავებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალებმა სამხედრო დაზვერვის დღე სენაკში, მე-2 ქვეითბრიგადაში სპეციალური საჩვენებელი სწავლებით აღნიშნეს.

ღონისძიების ოფიციალურინაწილი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა, სადაც სამხედრო მზვერავებსპროფესიული დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობაგრიგოლიამ მიულოცა, წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები კი, საპატიო სიგელებითა დამედლებით დააჯილდოვა. სამხედრო მზვერავებმა პროფესიულ დღეს ხელჩართული ბრძოლისა და ტემაშივარის (მტვრევის ხელოვნება) ელემენტებიც წარმოადგინეს, საქართველოს დროშა კი, „ხორუმის“ შესრულებისას აღმართეს.

იუბილესთან დაკავშირებით მე-2 ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საჩვენებელისწავლება – რეიდის ოპერაცია წარმოადგინა. სცენარის მიხედვით, დაზვერვის ასეულისდავალება დივერსიული ჯგუფის განადგურება იყო, რომლის მიზანსაც დესტაბილიზაციის მოწყობა წარმოადგენდა.

პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და იზოლირების შემდეგ,მზვერავები მის გასანადგურებლად შენობაში შევიდნენ და მოწინააღმდეგე გაანეიტრალეს. სამხედრო დაზვერვის შემადგენლობა სხვა სამანევრო ქვედანაყოფებთან ერთად აქტიურადარის ჩართული უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო მისიებში, ასევე თანამშრომლობს ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან რეგიონულ დასაერთაშორისო სტაბილურობის გამყარების სფეროში.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი საკითხები გააჟღერა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა
შემდეგი სტატიახოშტარია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან დიალოგის ერთ-ერთი პრიორიტეტია