,,სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 15, 2019 20:12

,,სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება”

მნიშვნელოვანი

  • ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სტატიები

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება, – ამის შესახებ შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

შპს ყველას მოუწოდებს, „პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“.

„მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება. მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის 1 თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, აღნიშნული პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, ვინაიდან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას, ადგილი არ ჰქონია (6 თებერვლის ჩათვლით მიწოდება ხორცილედებოდა კომპანიის მიერ SPA180005561 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის შემდეგაც გამარტივებული შესყიდვის წესით (ნებართვა SMP190000741) გაფორმდა ხელშკრულება).

სწორედ აღნიშნული პროცედურებით დასტურდება თავდაცვის ძალების კვებითი უზრუნველყოფის უწყვეტობა, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტით.

გაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტები შესყიდვებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს და ადრეც მომხდარა, თუმცა ეს ჯარზე არასდროს უარყოფითად არ ასახულა.

ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 15, 2019 20:12

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


9,832
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics