სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონაში ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებენ

სტიქიის ზონაში მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ ახალი დავალება მიიღო. მე-3 ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები მაშველებთან ერთად, სასტუმრო „სანსეტ შოვის” ტერიტორიაზე, როგორც გარე პერიმეტრის, ასევე, შენობაში, სპეციალური შესაბამისი საშუალებების გამოყენებით, ძებნა-გაწმენდის სამუშაოებს ასრულებდნენ. სამუშაოების მიმდინარეობას აკვირდებოდა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, რომელიც ჯარისკაცებს რჩევებსა და მითითებებს აძლევდა და სამუშაო პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.

banner
წინა სტატიაშიავარია სოფელ ახაშენში – დაიღუპნენ მშობლები და 4 წლის ბავშვი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა