სამხედრო ჰოსპიტალი 180 პაციენტს მიიღებს და უმკურნალებს

გორის სამხედრო ტერიტორიაზე, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების გამო, საკარანტინო ზონა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტო ავრცელებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის, დავით ბარლიანის თქმით,ჰოსპიტალში 4 პაციენტი რჩება, რომელიც კორონავირუსზე დაკვირვებას გადის, მათ შორის 3 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი.

ბარლიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ჰოსპიტალი 180 პაციენტს მიიღებს და უმკურნალებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე – 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

banner
წინა სტატიაშიშეირაღებული თავდასხმა “ლიბერთი ბანკზე” – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: არ დასმულა ჩვენგან საკითხი, რომ 40%-ზე ნაკლებით შეიძლებოდეს მთავრობის ფორმირება