6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და Rafale-ის გამანადგურებლები: ზელენსკი მაკრონს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ საინფორმაციას ავრცელებს.
“კარგი საუბარი შედგა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. მადლობა საფრანგეთს სრული მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ რუსული ტერორისტული ესკალაცია და ჩვენი თავდაცვითი საჭიროებები. ახლა მზადდება სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე მალე იქნება უკრაინაში. განვიხილეთ მისი შემადგენლობა. ასევე, უკრაინელი პილოტები უახლოეს მომავალში დაიწყებენ სწავლებას ფრანგულ Rafale-ის ტიპის თვითმფრინავებზე საფრანგეთში. ეს ძლიერი ნაბიჯია უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის.
ჩვენი გუნდები ასევე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში ფრანგული რაკეტებისა და ავიაბომბების წარმოების ლოკალიზაციაზე. აქტიურად ვამზადებთ FREYJA-ს სისტემას. განვიხილეთ, სად შეგვიძლია პროცესის დაჩქარება. შევთანხმდით, რომ პირისპირ შეხვედრისას ყველაფერზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ. გმადლობ, ემანუელ!“,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისპეციალურ პენიტენციურ სამსახურში “კატეგორიულად უარყოფენ” საბა სხვიტარიძის გავრცელებულ ინფორმაციას
შემდეგი სტატია“საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ…”- ჩერგოლეიშვილი