სამხედრო ბრიგადებსა და თავდაცვის სამინისტროში დილა საქართველოს ჰიმნით დაიწყება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყებს.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდება.

„ჩვენ მივესალმებით მინისტრის გადაწყვეტილებას, რაც გამოიხატება საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბით დღის დასაწყისში სამსახურის ჰიმნით დაწყებას. ჰიმნი ყველა ჯარისკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია, ამაღლებს პატრიოტულ გრძნობას, რაც დადებითად აისახება ყველა ჯარისკაცის საბრძოლო სულისკვეთებაზე და დამატებით მოტივაციას ქმნის, რომ თითოეული ჩვენთაგანი ღირსეულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას“ – აცხადებს აღმოსავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე.

banner
წინა სტატიაშიგაეროს მეცნიერების აზრით – პირველი ბირთვულ ომი სასმელი წყლის გამო დაიწყება
შემდეგი სტატია3 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს- უახლოესი დღეების პროგნოზი