სამხედრო ბლოგერი იზორიას უწყებას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ამხელს

სამხედრო ბლოგერი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის“ სამხედრო საკითხების განყოფილების უფროსი დავით ნესამძე თავდაცვის სამინისტრს შპს-ს უწოდებს და „თაიმერთან“ საუბრისას აცხადებს, რომ იზორიას უწყებაში პროფესიონალებს მასიურად დევნიან.
„გასაუბრებას ტიპური „ტროიკა“ ატარებს, ფსევდოდემოკრატიული ღირებულებები ბოლომდე დაცულია. ვითომ მიუკერძოებლობის საფარველს ქმნიან, მაგრამ ყველფერი ეს სისულელეა. სინამდვილეში, ყველაფერი გარკვეული და გაწერილია წინასწარ,“ – ამბობს ნემსაძე.
მისივე თქმით, უწყების ,,რეფორმატორთა“ „მოსაქმებულმა“ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და იმდენი პატაკი დაიწერა „მუნდირის ნაცვლად თანხის აღების“ შეთავაზების გამო, რომ ამდენ ფულს თავდაცვის კი არა, ქვეყნის ბიუჯეტიც ვერ გასწვდება.
„2000 სამხედრო პირის გაშვება უნდოდათ და რეალურად, 4000 სამხედრო პირზე მეტმა განაცხადა ფორმაზე უარი და ეს პროცესი ბრიგადებსა და სამხედრო ნაწილებში სრული ანშლაგით ხორციელდება. ე.წ. „რეფორმატორებს“ ისე დაებნათ თავგზა, არ იციან, რა ქნან და რა თქვან, დარბიან იზორიასთან იღლიაში ამოჩრილი ბაინდერებით. არავინ იცის, ვინ მიიღებს კომპენსაციას და ვინ წავა მის გარეშე სახლში. მიდის იატაკქვეშა საუბრები, გაჩნდა სახელმწიფოსთვის საშიში ტერმინების გამოყენება, როგორიცაა – „შავი სიები“, „ჩვენი სამზარეულოდან გაცემული ფული“. დარღვეულია ყველა კანონი, აქ ჯანღავაა უფროსი, იქ – ჩაჩიბაია, ზევით – პოლიციელი ბაძაღუა, უფრო ზევით – იზორია. ვერ გაიგებ, ვინ რას აკეთებს, ვისთვის აკეთებს და ვისი დავალებით,“ – განუცხადა ნემსაძემ „თაიმერს“.
მისივე თქმით, იზორიას უწყებაში სრული „დომხალი“ და ანარქიაა: „ყრიან მხოლოდ პროფესიონალებს, ყველა „პოლიტხელი“ ზონდერი და წინა რეჟიმის მოამაგე უფრო უკეთეს პოზიციზეა, ვიდრე წარმოდგენა შეეძლოთ. ნათლიმამობა და ნეპოტიზმი პიკშია. ჯანჯღავას „კაბინეტური პოზა“ უკვე შეიცვალა ფეხებით მაგიდაზე, იქვე მიდის საუბრები, „წადი, ფულს ხელი მოკიდე, პირადი სამზარეულოდან გაძლევთ, თორემ ორ თვეში ისეთი ტესტირება იქნება, ვერ დაძლევ და უკომპენსაციოდ გავარდები.“ გაგენშტაბისუფროსებული „კაცის“, ჩაჩიბაიას ნათლიმამას უწიგნურ კილაძეს აწინაურებენ. „ნაცების“ ზონდერის ადმინისტრაციის უფროსის, ასლამაზაშვილის კადრს – რეზო დემურიშვილს ისევ ინარჩუნებენ. ეს ის კაცია, „ასლამაზამ“ ერთ თვეში ორი სამხედრო წოდება რომ გამოუცხო – მაიორი და ვიცეპოლკოვნიკი. მდივნების, მეგობარი გოგოების, პარტიული მუშაკების და პოლიტლიდერთა რძლების, შვილების და ბიძაშვილების საშტატო ერთეული ისევ ხელუხლებელია. როგორ გავიგო თინა ხიდაშელის თანაპარტიელი ბერძენიშვილების რძალი, ელენე კავსაძე, ხიდაშელის პოლიტვაზელინი გიორგი შაიშმელაშვილი (ჯარში საერთოდ არუმსახურია), კბილის ტექნიკოსები, ავეჯის სპეციალისტები, ვახტანგ კაპანაძის ადიუტანტის ცოლები და მრავალნი ასეთნი თავდაცვაში ისევ რჩება და სამ ომგამოვლილ ვეტერანს, მალხაზ გოქაძეს სამსახურიდან უშვებენ იმიტომ, რომ თურმე, „შავ სიაში“ აღმოჩნდა.“
„თაიმერის“ რესპოდენტის თქმით, „შავ სიაში“ შეიყვანეს ვიცეპოლკოვნიკი ხვიჩა გაბიევიც და ლამის მთელი ესკადრელია, რომელსაც, ნემსაძის თქმით, ჩაჩიბაიას დაუმსახურებლად დაწინაურებული ნინუა ხელმძღვანელობს.
„ოფიცრების გაყრის მეორე ეტაპი დაგეგმილია გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ის, რაც ხდება, წესრიგის დამყარება არაა, არც დისციპლინის გამნმტკიცებაა. ეს არც რეფორმაა, რადგან არც პარლამენტს არ დაუდგენია შეიარაღებული ძალების რაოდენობა და არც პრეზიდენტს მოუწერია ხელი თავდაცვის უწყების სტრუქტურების კომპლექტაციაზე. ამ საკითხის ირგვლივ არ შეკრებილა უშიშროების საბჭო. ამიტომ, რაც ხდება, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ესაა სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედება, რომელიც გამოხატულია შეიარაღებული ძალების შესუსტებით. სახეზეა ე.წ. რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, ქუჩაში ყრიამ და ანაწყენებენ საზოგადოებას. არმია, რომლის ირგვლივაც გაერთიანებულია ერი, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი და ცოცხალი ორგანიზმია, რმელსაც გააჩნია გული და სული. ამასთან, არმია იყო, არის და დარჩება ყოველთვის პოლიტიკაში. არმიის მისია ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება ეროვნული ინტერესების სამსახური. ამ მცირე განმარტებიდან გამომდინარე, ნათელია საფრთხე, თუ რა საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდეს არმია იმ ჰიბრიდული წარმონაქმნისთვის, რომელიც ჩვენი საზოგადოების გულში ჩაინერგა, მომწიფდა და გაიზარდა. ამიტომ ძლიერი არმიის შექმნის საშუალებას მტერი არ გვაძლევს, რადგან ეს მის ეროვნულ ინტერესებში არშედის. საკუთარი ეროვნული ინტერესები კი ფეხზე გვკიდია!“ – ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი და დასძენს, რომ თავდაცვის სამინისტროში წესრიგისა და იდეოლოგიის ნგრევა მოხდა.
„მოიშალა სამხედრო განათლება, სუბორდინაცია, შეიქმნა ყალბი ღირებულებები, სტრატეგიულ სიმაღლეებზე დაინიშნენ ცუდად დაწინაურებულთა მთელი ხროვა სარკომულ მეტასტაზებად გავრცელდა ათასი სიმახინჯე, პატრიოტიზმი ჩაანაცვლა ფულადმა მოტივაციამ, სიამაყე – კონსპირაციამ. არმია დაემსგავსა შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფს, იდეის არსის და ამოცანის გარეშე! შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცრებო, ჩვენი სიტყვა ჩვენი იარაღია, გაუმარჯოს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, როგორცა გაერთიანებულ ერს, როგორც საქართველოს გულს!“ – ამბობს ნემსაძე და განმარტავს, რომ უკვე ასეულობით ადამიანმა მიმართა და უფლებების დაცვა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი:მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს დაინტერესდნენ მერიის „ყვავილების ბიზნესით“
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – “ქვეყანაში ვითარება ყოველწუთიერად მძიმდება