სამხარეო ადმინისტრაციის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წინ ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თენგიზ ჯგუშია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე გურგენ სართანია თანამოაზრეებთან ერთად არიან შეკრებილები. ისინი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს შელში უჭირავთ პლაკატები წარწერით – “თვითმმართველობა ხალხს”, “ზუგდიდი ყველას გვაერთიანებს”, “გადადგეს კორუმპირებული გუბერნატორი”. “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის პირდაპირ ეთერში, დებატებზე იწვევს გუბერნატორ ლევან შონიას, ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გიგოხიას და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ-დეპუტატს მერაბ ქვარაიას. ჯგუშიამ აღნიშნული დებატების უზრუნველსაყოფად ტელერადიოკომპანია “ოდიშს” საეთერო დროის გამოყოფა სთხოვა.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ დეკანოზს ე.წ მატროსოვის ციხეში ადვოკატი ხვდება
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა გუბერნიის შესასვლელთან პროტესტის ნიშნად ყვავილების გვირგვინი მიიტანეს