სამხარაულის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, არის თუ არა საჭირო ჩატარდეს საერთაშორისო ექსპერტიზა- შოთაძე

საქართველოში, სამხარაულის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება – განაცხადა ქვეეყნის მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე კომენტარის გაკეთებისას. შოთაძემ ცხინვალში მოკლული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა:
“ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა გამოძიება შსს-ში დაწყებულია. დაწყებულია იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნული არის საქართველოში, სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას არის თუ არა საჭიროება, რომ ამ საქმეზე ჩატარებულ იქნეს საერთაშორისო ექსპერტიზა” განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაათმაგდა
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის სხეულზე, ნაწილი არ არის დარჩენილი, რომ წამების კვალი არ აღენიშნებოდეს – სუბარი