სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელად მეორედ, გიორგი თვაური დაინიშნა

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს.

“სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.” ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოცნება: 1998 წლის შემდეგ, ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს რუსეთში ქონება არ შეუძენიათ
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს, შესაძლოა, სანატრელი გაუხდეთ სანქციები და ამ ადამიანების წითელი ცირკულარით ძებნა დაიწყოს” – ირაკლი ნადირაძე