სამხარაულის ექსპერტიზამ ვერ გაბედა სიმართლის თქმა – თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი

ერთი წელი პანკისის სისხლიანი სპეცოპერაციიდან – რატომ ესროლა სპეც დანიშნულების რაზმმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს იმ დროს, როცა ის საწოლში იმყოფებოდა.

გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატები უკვე ერთი წელია ვერ იღებენ პასუხს კითხვაზე, რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი, როცა მას ესროლეს. კომისიურმა ექსპერტიზამ, რომელიც უკვე 6 თვეა მიმდინარეობს, პასუხი ვერ გასცა კითხვას. დასკვნის მიხედვით, ვერ დგინდება რა მდგომარეობაში იყო მაჩალიკაშვილი სროლის მომენტში.

ოჯახის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტის შედეგად კი ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევით, სროლისას თემირლან მაჩალიკაშვილს თავი ბალიშზე ედო.

ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ ვერ გაბედა დასკვნაში სიმართლე ჩაეწერათ.

„რა მოლოდინიც და ეჭვიც მქონდა მაღალი ალბათობით ის გამართლდა. ვერ გაბედა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თქვას სიმართლე, რადგან ეს არის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, დაადგინოს გარემოება, რომ თემირლანს თავი არ ჰქონდა წამოწეული – ეს ვერ გაბედა,“-ამბობს მაჩალიკაშვილის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგაზის ტარიფის გაზრდა კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი გაღარიბებული მოქალაქეების მდგომარეობას – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიასემეკ-ის პროექტის მიხედვით, თბილისში ბუნებრივი აირის ფასი მცირდება