3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

სამხარაულის ექსპერტიზა: “ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია”

“ბაჩო ახალაიასა და პაატა ბურჭულაძის საუბრის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია”, – ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2 ექსპერტის დასკვნაშია ნათქვამი.

დასკვნა საქმეში თავად პროკურატურამ ჩადო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ჩანაწერი ახალაიას ბრალდების საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, რომლის სიყალბის შემთხვევაში, გამოდის, რომ ახალაიას საქმეში მტკიცებულებები ნამდვილად არ არსებობს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია 2025 წლის 25 დეკემბერს დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, 4 ოქტომბრის მოვლენებს სწორედ ის ხელმძღვანელობდა. დაკავებამდე, 10 ოქტომბერს, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მისი ცოლი ანი ნადარეიშვილი კი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს. გამოძიება არკვევდა ოცნების პროპაგანდისტული მედიით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობას, სადაც თითქოს ახალაია ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჩანაწერის ნამდვილობა უარყო.

შეგახსენებთ, რომ ახალაიას 27 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროკურატურა სხდომის დახურვას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშითბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება
შემდეგი სტატიარატომ შეეზღუდა ანი ნადარეიშვილს ბაჩო ახალაიას ადვოკატობის უფლება?! – პროკურორის განცხადება