სამხარაულის ექსპერტები ვერ პასუხობენ კონკრეტულ კითხვას, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში

სამხარაულის ექსპერტები ვერ პასუხობენ კონკრეტულ კითხვას, რამდენი დანა ფიგურირებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში.

პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებს კითხავდნენ, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, ჯამში რამდენი დანა იყო გამოყენებული მკვლელობის დროს.

„ეგეთ კითხვაზე ჩვენ კონკრეტულ პასუხს ვერ გავცემთ. რამდენ საგანზეა ლაპარაკი, ეს შეუძლებელია”, – განაცხადეს ექსპერტებმა.

ექსპერტების განცხადებით, მათ შეუძლიათ გამოძიებას 100%-ით უთხრან, კონკრეტულ ნივთზე, ფიგურირებდა თუ არა მკვლელობის დროს.

„ნებისმიერი ჩვენი ექსპერტიზა არის გარკვეული პაზლის ნაწილი, რომელსაც ვაძლევთ გამოძიებას და იმან უნდა გამოიყენოს ეს მონაცემები. გარდა ჩვენი სამედიცინო კრიმინალისტური თუ ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ქიმიური, ბიოლოგია, გენეტიკა და ა.შ. ამ მონაცემებს როცა ღებულობს გამომძიებელი, აქედან გამომდინარე მას შეუძლია უფრო კონკრეტულად გავიდეს გარკვეულ საგანზე. ვიდრე ჩვენ. ჩვენ შეგვიძლია თითქმის 100 პროცენტით ვუთხრათ გამოძიებას, რომ წარმოდგენილ დანას აქ არ უმოქმედია საერთოდ და გამოგვერიცხა რომელიმე. მაგალითად, მხოლოდ მეორე დანა რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, ბევრ ჭრილობაში დავწერეთ, რომ აქ ეს დანა ნამდვილად არ მოქმედებდა”, – განაცხადა ექსპერტმა.

banner
წინა სტატიაში“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ოკუპაციის პირობებში როგორ უნდა გახდეს საქართველო ალიანსის წევრი და ამაზე არის პასუხი”
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს