კირბალთან მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ კონფლიქტი გაყინული არ არის და ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზზე მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძის თქმით, უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რათა მომავალში ასეთი ფაქტები გამოირიცხოს.
„კირბალთან მომხდარი ფაქტი ძალიან დიდი ტრაგედიაა. ეს ოკუპაციის კიდევ ერთი ძალიან მძიმე შედეგია. ფაქტი თავისთავად ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი გაყინული არ არის და ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზზე მუდმივად საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვთხოვოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უფრო მეტად აქტიურად იყოს ჩართული ამ კონფლიქტის მოგვარების საკითხში, რომ მომავალში ასეთი ფაქტები გამოირიცხოს და საქართველოს მოქალაქეებმა საოკუპაციო ხაზზეც მშვიდობიან გარემოში იცხოვრონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.