სამხარაძე: უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დღეს უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან, და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ.

​„ეს არის ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის დამაგვირგვინებელი ღონისძიება, შესაბამისად, შევაჯამებთ საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, რამდენად ერთიანია ქართველი ხალხი და რამდენად ბევრი ადამიანი გვიჭერს მხარს იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის განვითარება, ევროპული ინტეგრაცია და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც იქნება მიმართული თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე. უნდა დავამარცხოთ ის სიძულვილი და ზიზღი, რომელიც მოედინება ოპონენტების მხრიდან, და მომავალი 3 წლის განმავლობაში განვითარების გზით ვიაროთ. გვაქვს მოლოდინი, რომ 20-ვე მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ და ეს იქნება რიგით მე-8 გამარჯვება ბოლო 9 წლის განმავლობაში“, – აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

banner
წინა სტატიაშიმეამა თიბისისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივ პროექტს – „ქართული ქსოვილი“ უერთდება
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად ალტერნატიული სამედიცინო კონსილიუმი იქმნება