სამხარაძე – სხდომის ჩაშლა არის მკაფიო პასუხი იმაზე, ოპოზიციას საერთოდ აინტერესებს თუ არა გომელაურისთვის შეკითხვების დასმა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად იყო მისული, თუმცა ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზში უნიჭო, მდაბიო სპექტაკლი დადგა და სხდომა ჩაშალა.

„შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულება აქვს და სწორედ ამიტომ იყო მოსული. პარლამენტი ხომ მხოლოდ დეპუტატების არ არის? – აქ იმისთვის მოდიან, რომ საზოგადოების კითხვებს პასუხები გასცენ. როცა ამის საშუალებას რადიკალურად და დესტრუქციულად განწყობილი დეპუტატების ჯგუფი არ გაძლევს, მაშინ წარმოუდგენელია სხდომის ჩატარება, რასაც თავისი წესები აქვს. ისევე, როგორც თავისი წესები აქვს, პროტესტის გამოხატვას. ვახტანგ გომელაური პარლამენტში იყო და მისთვის ზუსტად იმ კითხვების დასმა გვსურდა, რაც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – „ლელოს“ მოვუწოდებ, თქვან, ვინ იქნება კოალიციურ კაბინეტში
შემდეგი სტატია“„ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს, ოპოზიციასთან შედარებით, მოგების სამჯერ მეტი შანსი აქვს”