სამხარაძე: შეიძლება, 308 ევროპარლამენტარიდან 250-ს წაკითხულიც არ ჰქონდა რეზოლუცია

“ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო. ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი, ის შედგება სხვადასხვა პარტიისგან, შესაბამისად, იქაც პარტიული ხაზები და კუთვნილება ბევრ რამეს წყვეტს.

ზოგადად, პარლამენტში ბევრი ისეთი დეპუტატი შეიძლება იყოს, რომელიც პარტიული გადაწყვეტილებით აძლევს ხმას ამა თუ იმ რეზოლუციას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ 308 კაცზე, რომელმაც ხმა მისცა ამ რეზოლუციას, იმ 308 კაციდან, შეიძლება, 250-ს საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა ეს რეზოლუცია, მაგრამ რადგან მათი პარტიის წევრების მხრიდან იყო ეს ინიცირებული, მათ ხმა მისცეს.

ეს მარტო ევროპარლამენტში კი არა, ყველა პარლამენტში ასე ხდება – არ არის აუცილებელი ყველა დეპუტატმა ყველა რეზოლუცია იკითხოს. კონკრეტული ადამიანები, პასუხისმგებელი პირები არიან გამოყოფილი და ისინი რასაც ურჩევენ თავიანთ კოლეგებს, ისე აკეთებენ”,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს სტუდენტების ჯგუფი – მშვიდობიან სტუდენტებს გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები პირადად მიხეილ ჩხენკელის მიმართ და მოვითხოვთ, შეგვხვდეს
შემდეგი სტატიასამხარაძე: ევროპაში ამბობენ, საკმარისი სისხლის არდაღვრის გამო განაცხადის უფლება არ გვქონდა