სამხარაძე: სასამართლო რეფორმა მიშელის შეთანხმების ნაწილი იყო

კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკმაოდ ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ თითქოს, საქართველომ 22 სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების კრიტერიუმები არ შეასრულა. მომზადებული გვაქვს შესრულების დოკუმენტი, სადაც ცხადად გვაქვს გაწერილი, თუ რა იყო ის მოთხოვნები, რომელიც სესხის ხელშეკრულებაშია ჩამოთვლილი. ეს არის 2020 წლის ხელშეკრულება და ყველა ამ პუნქტებთან დაკავშირებით გაცემულია პასუხი – თითქმის ყველა პუნქტი შესრულებულია, ერთადერთი რისი შესრულებაც ვერ მოხერხდა, ეს არის შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ბოლომდე მიყვანა, თუმცა როგორც მთავრობაში ამბობენ, ამ პუნქტსაც წლის ბოლომდე შეასრულებენ. შემიძლია, მოსახლეობას განვუმარტო, რომ სასესხო ხელშეკრულებაში ჩაწერილი კრიტერიუმების უდიდესი ნაწილი შესრულებულია, მათ შორის ის ნაწილები, რომელიც სასამართლო კანონმდებლობას ეხებოდა. თუ კითხვები იმაზე ჩნდება, რომ საქართველომ არ შეასრულა სასესხო ხელშეკრულებით დადგენილი კრიტერიუმები, ამაზე პასუხი ნათელია. თუ ჯიმ რიშს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ჩვენ ამ კითხვებს ძალიან მარტივად ვუპასუხებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ბევრი შვილი გავაჩინოთ, მაგრამ არ გადავიხადოთ ქორწილი
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ეს სესხი არაფრით უკავშირდებოდა რიკოთის გზების მშენებლობას, მაღალი ალბათობით პრეზიდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია, მაგრამ დავავალე ადმინისტრაციას და ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით